სოციალური სივრცე

სერვისები

ახალგაზრდებს - განვითარებისთვის

მშობლებს - მეტი განათლებისთვის

ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებს - პროფესიული გადამზადებისთვის

რა არის საჭირო ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის?

ადრეული ასაკის ბავშისადმი სათანადო დამოკიდებულება და სწავლების ხელშეწყობა მომავალში მის პიროვნებად ჩამოყალიბების – კოგნიტური, ფიზიკური, სოციალური და ემოციური უნარების განვითარების – აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

იმისათვის, რომ გავიგოთ განვითარების რა დონეს უნდა აღწევდეს ბავშვი დაბადებიდან სკოლაში წასვლამდე, რა უნარჩვევებსა და ცოდნას უნდა ფლობდეს იგი საჭიროა მშობლების და აღმზრდელპედაგოგების დახმარებით დაიგეგმოს და განახორციელდეს ისეთი აქტივობები, რომელიც ბავშვს დაეხმარება და მოამზადებს სკოლისა და მომავალი ცხოვრებისათვის

აღმზრდელ-პედაგოგთა სასერტიფიკატო ტრენინგები

 ტრენინგები მოიცავს   მოდულებს :

1.ასაკობრივი განვითარების თავისებურებები

2.აღზრდის ფსიქოლოგიური ასპექტები

3.თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში

4.პირველადი გადაუდებელი დახმარება ბავშვებში

  • ინფექციური დაავადებების პრევენცია
  • ემოციური ინტელექტი

მონაწილეებს გადაეცემათ აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების შესაბამისი სერტიფიკატი.

ტრენინგების მიზანია სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებული პირების პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა, აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადება

ტრენინგები და ვორკშოფები ახალგაზრდებისთვის

  1. რეკლამის ფსიქოლოგია და სოციალური გავლენები

ფარავს შემდეგ საკითხებს :

ა. მანიპულაციის სხვადასხვა ხერხები და თავდაცვის მექანიზმები

ბ.სოციალური განწყობების შეცვლა კოგნიტურ პროცესებზე ზემოქმედებით

გ.რეკლამის როლი სოციალური პრესტიჟის ფორმირებაში

დ.ფერები და შეგრძნებები რეკლამაში

  • ვორქშოპის მიზანია ახალგაზრდებმა აიმაღლონ ცნობიერება კომუნიკაციის პროცესში გამოყენებული მანიპულაციის ფორმებისა და ინფორმაციის მავნე ზეგავლენისგან თავდაცვის შესახებ.
  1. ემოციური ინტელექტის განვითარება მოზარდებში

ტრენინგის მიზანია, ემოციური ინტელექტის განვითარებით, ახალგაზრდებმა შეძლონ ეფექტურად მართონ ინტერპერსონალური ურთიერთობები, გამოიმუშაონ ლიდერული უნარ-ჩვევები.

  1. წარმატების გზა, ანუ რისი კეთება არ მსურს“.

ტრენინგის მიზანია ახალგაზრდები დაეუფლონ მიზნის დასახვისა და გეგმის განხორციელების უნარებს გადაწყვეტილების მიღებიდან მის შესრულებამდე.