სოციალური სივრცე

“ძიძების გადამზადების და დასაქმების პროგრამა”

,,ძიძების გადამზადებისა და დასაქმების პროგრამა” არის პირველი სასერტიფიკატო პროექტი, რომელსაც ა(ა)იპ ,,სოციალური სივრცე” დასაქმების ცენტრ ,,ქერია ეითემთან” ერთად უკვე 1 წელზე მეტია აქტიურად ახორციელებს.

პროგრამის მიზანია ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გადიან შემდეგ საკითხებს:

  1. ბავშვთა უფლებები და თავისუფლებები.
  2. პირველადი გადაუდებელი დახმარება ბავშვებში.
  3. ადრეული ასაკის ბავშვის ფიზიოლოგიური განვითარება და ბავშვის მოვლის ძირითადი პრინციპები.
  4. ინფექციური დაავადებების პრევენცია და COVID_19
  5. სკოლამდელი აღზრდის ფსიქოლოგიური ასპექტები და ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები
  6. თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში.

ტრენინგების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი!

ტრენინგზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაციია მოცემულ ლინკზე:

shorturl.at/sHY15

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – 577 107 868

სოციალურ ქსელში გაზიარება...