სოციალური სივრცე

“100 მოხალისე მენტორი“ – ბავშვებისათვის დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროექტი

ააიპ „სოციალური სივრცე“ მოხალისე მენტორებთან ერთად იწყებს  ძალიან დიდ პროექტს  100 მოხალისე მენტორი“, სადაც ბავშვების მხარდასაჭერად  ერთიანდებიან სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები. პროექტის ფარგლებში უამრავი შემეცნებითი-სახალისო აქტივობა დაიგეგმება. ეს არის დისტანციური სწავლების ადაპტაციის  ხელშეწყობის პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 6-დან 12 წლის ასაკის ბავშვებს.  აქტივობების ხანგრძლივობა ონლაინ პლატფორმების საშუალებით 45 წუთიდან 1 საათამდე გაგრძელდება.

 მენტორების სახალისო სესიები და თითოეული აქტივობა  მიმართული იქნება მოსწავლეების წახალისების, არაფორმალური ცოდნის მიღებისა და ემოციური განვითარებისაკენ. ამასთან ერთად აქტივობებში ჩართული ბავშვები შეიძენენ მეგობრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, გაიცნობენ ემიგრაციაში მყოფ ქართველ თანატოლებს, გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ისტორიებს და შეიმსუბუქებენ  პანდემიით გამოწვეულ იზოლაციას.

როგორ შემიძლია  პროგრამაზე ბავშვების  რეგისტრაცია?

ქვემოთ მოცემული სარეგსიტრაციო ბმულის  მეშვეობით  შეგიძლიათ შეარჩიოთ ბავშვისთვის საინტერესო რამდენიმე  სფერო, მიუთითოთ დასწრების სასურველი დრო, პაკეტი და  დაამატოთ ინფორმაცია  თქვენი მოლოდინების შესახებ .

ჩვენი პროექტის ირგვლივ გაერთიანებული 100 მეტორი მზად არის დაეხმაროს ბავშვებს დისტანციური სწავლების მიმართ ნეგატიური განწყობის,  რუტინის  და ერთფეროვნების შეცვლაში,  გახადოს სწავლების პროცესი უფრო ხალისიანი და ხელი შეუწყოს თქვენს შვილებს პანდემიით გამოწვეული კრიზისის  დაძლევაში.

სარეგისტრაციო ბმული :  https://bit.ly/3aiWvjQ

სოციალურ ქსელში გაზიარება...