სოციალური სივრცე

ბავშვის ეკრანთან ურთიერთობა პანდემიის დროს – სასარგებლო რჩევები მშობლებს

Covid-19-ს გამოჩენამ ყველა ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ბავშვებს გაკვეთილები ონლაინ უტარდებათ, შესაბამისად, ტექნოლოგიებთან ურთიერთობა სასკოლო პროცესის ნაწილად იქცა.

ტექნოლოგიების საჭიროება გაიზარდა: თუ აქამდე ბავშვის ეკრანის ურთიერთობას კლასგარეშე და გასართობ სფეროდ განვიხილავდით, ახლა ტექნოლოგიები ბავშვისთვის სკოლის მოვალეობების შემსრულებლის და სოციალიზაციის მთავარ საშუალებად იქცა: ბავშვები საშინაო დავალებებს ინტერნეტით ასრულებენ და აგზავნიან, გაკვეთილებს teams-ში და zoom-ში ესწრებიან; სკოლის მეგობრებთან კი სოციალურ ქსელებში ურთიერთობენ.

ამასობაში, მშობლებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციების შესრულება ბავშვის ეკრანთან ურთიერთობის შესახებ, უფრო რთული გახდა. მცირეწლოვან ბავშვებს (6-10 წელი) ეკრანთან დღეში საშუალოდ 3 გაკვეთილისთვის 2 საათის გატარება უწევთ, საშინაო დავალებების შესასრულებლად კი – უფრო მეტი. გარდა ამისა, სახლში გამოკეტილი ბავშვები კლასელებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები ხდებიან. ეკრანთან ყოფნის საჭიროება იზრდება, ბავშვის ტექნოლოგიებთან ურთიერთობის კონტროლის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება: რამდენად რეალისტურია ბავშვის ეკრანთან ურთიერთობის 1 საათამდე შეზღუდვა? ამასობაში, როგორ შეიძლება ეფექტურად ვაკონტროლოთ მცირეწლოვანი ბავშვების ეკრანთან გატარებული დრო და როგორ გავხადოთ ეს პროცესი უფრო სასარგებლო, და ნაკლებად ზიანის მომტანი? საერთოდაც, როდემდე მოუწევთ ბავშვებს განათლების ვირტუალურ სივრცეში მიღება?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, უნდა გვახსოვდეს, რომ ახალ მსოფლიო რეალობას ახალი მეთოდებით უნდა შევხვდეთ. ბავშვთა საკითხების მკვლევარი მაიკლ რობი  5 სასარგებლო რჩევას გთავაზობთ მოსწავლეების მშობლებს, რომლებსაც ბავშვის ეკრანთან ურთიერთობის თემა აინტერესებს.

  1. ბავშვის ეკრანთან გატარებული დროის ხანგრძლივობის ნაცვლად, აკონტროლეთ  ბავშვის ეკრანთან ურთიერთობის ხარისხი

ბევრი მშობელი პანდემიის პირობებში დილემის წინაშე აღმოჩნდა: ექსპერტები, რომლებიც ბავშვის ეკრანთან გატარების შეზღუდვას (1 საათი) გვირჩევენ, რას გვირჩევენ ამ დროს, როცა ბავშვს ეკრანთან ყოფნის რამდენიმესაათიანი ვალდებულება აქვს? მშობლები, ხშირად, გართობისთვის და განათლებისთვის განკუთვნილ დროს ეკრანთან ერთი და იგივე აქტივობად თვლიან – ბავშვმა შეზღუდულ დროში განათლებაც უნდა მიიღოს და თან ითამაშოს.

ამის საპირისპიროდ, ექსპერტები მშობლებს ურჩევენ ეკრანთან გატარებული დროის ხანგრძლივობის ნაცვლად, მისი ხარისხის კონტროლზე ორიენტირდნენ. [1]  მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვის ტენქოლოგიებთან ურთიერთობის პროცესში ნაყოფიერი ჩართულობა, რომელიც ოთხი კრიტერიუმით ფასდება:

  • ამყარებს კავშირს ეკრანზე აღქმულთან ბავშვი? – ბავშვებს ახასიათებთ გაფანტულობა ეკრანთან ყოფნის დროს, რის პროცესშიც ვითარდება ყურადღების დეფიციტი და მიჯაჭვულობა. შეეცადეთ, დარწმუნდეთ, რომ ეკრანთან ყოფნის დროს ბავშვს ესმის რასაც ხედავს, აღიქვამს, დაინტერესებულია, რეაქციულია და შეუძლია ეკრანზე დანახულ მოვლენებთან იდენტიფიცირება. ასე ბავშვის ეკრანთან ურთიერთობა უფრო შემეცნებითი იქნება და მეტსაც ისწავლის.
  • შეუძლია დანახულისგან დასკვნის გამოტანა? ბავშვს უნდა შეეძლოს, დამოკიდებულებები ჩამოიყალიბოს დანახულთან. ბავშვის ეკრანთან ყოფნა უფრო შემოქმედებითი პროცესი უნდა იყოს და არა პასიური და ინერტიული „შთანთქმა“. [2]შექმნის დროს, ბავშვებს „სინამდვილის“ განცდა და ქმედუნარიანობა უვითარდებათ, რაც ასევე ეხმარება მათ სწავლაში.
  • შეუძლია ბავშვს განასხვავოს ეკრანზე დანახული რეალობისგან? ბავშვს უნდა შეეძლოს ეკრანზე აღქმულის რეალურ და ყოველდღიურ კონტექსტში აღქმა. შეგიძლიათ ესაუბროთ ფილმზე ან პროგრამაზე, რასაც უყურა და დაეხმაროთ მათში მიმდინარე მოვლენები რეალურ, ფიზიკურ  სამყაროსთან დააკავშირონ. ეს ბავშვებს დაეხმარებათ, ეკრანთან ნასწავლის ცხოვრებისეულ გამოცდილებებში უსაფრთხოდ გადმოიტანონ.

შედეგად, ეკრანზე ნანახი უფრო ხარისხიანი და ნაყოფიერი იქნება ბავშვისთვის: ექნება საკმარისი მენტალური აქტივობა, რომ დაღლაც დროულად იგრძნოს.

2. ყურადღება მიაქციეთ პროგრამის ხარისხს 

ეკრანთან დროის ხარისხის კონტროლისთვის,ა უცილებელია დავრწმუნდეთ, რომ პროგრამები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ბავშვი იყენებს, ასაკისთვის შესაბამისი, მაღალი ხარისხისაა და უსაფრთხოა.

რობი გვირჩევს 2 წლამდე ბავშვი სრულიად მოვარიდოთ ეკრანებს, 2 წლის ასაკიდან კი მოვარიდოთ Iphone-ს, სმარტფონებს და ipod-ებს. რეკომენდირებულია სპეციალიზებული ტექნოლოგიური გაჯეტები მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რომლებიც მათი შემეცნებითი და კრეატიული უნარების განვითარებაზე არიან ორიენტირებულები: ჩაწერილია კონკრეტული პროგრამა და მის იქით, ბავშვს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. აუდიო-ვიზუალურ უდიდეს ქსელს Youtube-ს აქვს სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ქსელი: youtube kids. ბავშვები ნახულობენ მათი ასაკისთვის შესაბამის მასალას; ეკრანთან ყოფნა უფრო კონცენტრირებულია, ნაკლებია გაფანტულობა და შეუძლებელი ხდება ინტერნეტში „ხეტიალი“.  

ამასთანავე, არსებობს საიტები, სადაც ექსპერტები ფილმებისა და პროგრამების მიმოხილვებს წერენ და მათ ასაკთან შესაბამისობას აფასებენ. მაგალითად, commonsensemedia.org [3]-ზე იხილავთ უკვე გამოსული და უახლოეს მომავალში გამოსასვლელი ფილმების კატეგორიზაციას ასაკის მიხედვით: ყველა ფილმსა და პროგრამას აწერია მინიმალური ასაკი, რაც თანამედროვე განვითარებისა და ბავშვების ფსიქოლოგიის სტანდარტების მიხედვთაა განსაზღვრული. რობი გირჩევთ commonsensemedia.org-ს რათა შეძლოთ თქვენი ბავშვის უსაფრთხო განვითარებისთვის შესაფერისი ფილმისა და პროგრამის შერჩევა.

ონლაინ განათლების პროცესში, შეარჩიეთ ბავშვისთვის ფილმი ან პროგრამა, რომელიც დაეხმარება ამსწავლების მიერ ახსნილის გაგებაში.

3. დაეხმარეთ ბავშვს, გამოიყენოს ტექნოლოგიები კრეატიულად

რობი ბავშვების ტექნოლოგიებში ცნობიერი და შემოქმედებითი ჩართულობისთვის, გვთავაზობს თამაშს:

შესთავაზეთ ბავშვს ეზოში, სახლში და გარემომცველ ფიზიკურ სამყაროში სასურველ ნივთებს გადაუღოს 10 სურათი და მათზე დაყრდნობით დაწეროს ამბავი, ან შექმნას სიმღერა, ცეკვა და დახატოს ნახატი. ბავშვს ხელი შეუწყვეთ წარმოსახვის დახმარებით შექმნას მიმები, საკუთარი თამაშები, ვიდეო-კოლაჟები,  მოკლემეტრაჟიანი ფილმები, და აპლიკაციები. ეს თამაში, რობის აზრით, შეუწყობს ხელს ბავშვის ტექნოლოგიებთან შემეცნებითი და შემოქმედებითი დამოკიდებულების განვითარებას.

ეს თამაში შეგიძლიათ გამოიყენოთ საშინაო დავალებების შესრულების დროსაც. შედეგად, ბავშვს ჩამოუყალიბდება ენთუზიაზმი და შემოქმედებითი აზროვნება, რომელიც ასევე ეკრანთან გატარებულ დროს უფრო ნაყოფიერს და შინაარსიანს გახდის.

4. გამოიყენეთ ტექნოლოგიები თქვენი და ბავშვის ურთიერთობის გასამყარებლად

პანდემიის დროს სოციალიზაცია გართულდა – ბავშვებს მეგობრებთან ურთიერთობა ონლან უწევთ. მნიშვნელოვანია, რომ მას მივცეთ საშუალება დაუკავშირდეს მეგობრებს, უმჯობესია video call-ით, რადგან იგი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე შეტყობინებების მიმოცვლა. [4]

როგორც ხედავთ, ეკრანთან ყოფნის ლიმიტის კონტროლის შემცირება მოგიწევთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვთან წვდომას დაკარგავთ და მის განვითრებაზე ზრუნვას შეწყვეტთ. რობი მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში ბავშვთან დაახლოება მისი მოსმენით, და ზოგადად, საუბრით შეგიძლიათ/

გამოიყენეთ ტექნოლოგიები თქვენ შვილებთან დასაახლოვებლად. ურთიერთობები გადამწყვეტია ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის, ტექნოლოგიები კი ამ პროცესს ხელს უნდა უწყობდეს: რეგულარულად, მაგრამ ზომიერი სიხშირით და ბავშვის პირადი სირვცით დაცვით ჩაერთეთ ბავშვის ონლაინ აქტივობებში, ითამაშეთ თამაშები მათთან ერთად, გააზიარეთ ამბები, სურათები, ვიდეოები, მოაწყვეთ შეჯიბრებები, დისკუსიები თქვენს შვილსა და მის მეგობრებთან ერთად. პანდემიის პირობებში ბავშვები მეგობრებთან საურთიერთოდ უმეტესად ტექნოლოგიებზე არიან დამოკიდებულები. ისაუბრეთ მასთან ამაზე: იქნებ, მეგობარი სახლში მოგეწვიათ?

შეეკითხეთ, რომელი თამაში, ფილმი ან პერსონაჟი უყვარს ყველაზე მეტად? ისაუბრეთ იდეებზე და მოვლენებზე, რასაც ბავშვი ეკრანზე დაინახავს. პანდემიის პერიოდი და სახლში იზოლაცია მშვენიერი დროა მშობელი-შვილის ურთიერთობის გასამრავალფეროვნებლად, გასაღრმავებლად და კარგია თაობათაშორის საერთო ღირებულებების ჩამყალიბებისთვის. 

5. დაიცავით ბალანსი

ბალანსი გადამწყვეტია.  ჩვენი მიზანია ამ კვირას ბალანსს მივაღწიოთ. მეტი დრო გაქვს ეკრანთან? კეთილი, თუმცა ეს დრო კომპენსირდება ასევე დიდი ხნით ეკრანის გარეთ აქტიურობისთვის (შინ თუ გარეთ, გაჯეტებით, თუ გაჯეტების გარეშე), ჯანსაღად კვებისთვის, მოძრაობისთვის, ოჯახის წევრებთან ერთად გართობისთვის და მეგობრებთან ერთად სათამაშოდ ეზოში.

და ბოლოს, ეკრანთან ურთიერთობა არ უნდა გახდეს ბავშვუსთვის „ჯილდო“, რადგან ის ამით ტექნოლოგიებს იმაზე დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს, ვიდრე ტექნოლოგიები საჭიროებენ ამას. ეკრანთან ურთიერთობა არა „მეცადინეობის შემდეგ დამსახურება“ ან „კარგი ბიჭის/გოგოს ჯილდო“, არამედ შემეცნების, განვითარების და ზომიერი გამოყენების ფუნქცია უნდა ქონდეს ბავშვისთვის, რომელიც თავად ბავშვის რეალური საგანმანათლებლო და კონცენტრირებული გართობის საშუალებაა. ინტერნეტი სასარგებლო ინფორმაციის უდიდესი საცავია, მასთან ურთიერთობა კი ჩვენი მომავალი; პანდემია გვასწავლის ინტერნეტის და ტექნოლოგიების განუსაზღვრელ მნიშვნელობას და სასარგებლო პოტენციალს, თქვენი ბავშვების აღზრდა კი, დაბალანსებული ცხოვრებისა და ამ ინფორმაციული პოტენციალის ეფექტური გამოყენების სწავლას ნიშნავს.

სტატიის ავტორი: კესო გაგოშიძე

წყარო (reference-ებთან ერთად):

https://www.commonsensemedia.org/blog/screen-time-in-the-age-of-the-coronavirus


[1] https://www.commonsensemedia.org/screen-time/are-some-types-of-screen-time-better-than-others

[2] https://www.commonsensemedia.org/blog/new-strategies-to-get-kids-to-create-media-not-just-consume-it

[3] https://www.commonsensemedia.org/reviews/age/2/category/movie

[4] https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/coronavirus/in-depth/help-kids-cope-with-loneliness-covid19/art-20490135

სოციალურ ქსელში გაზიარება...