სოციალური სივრცე

როგორი უნდა იყოს კარგი ძიძა ?

იყო კარგი ძიძა არც ისე მარტივი საქმეა, რადგან ის ბევრ შრომას, ზრუნვასა და გამჭრიახობას მოითხოვს: თქვენ უნდა იცოდეთ როგორ გაართოთ ბავშვი, როგორ იზრუნოთ მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, როგორ დაიცვათ  ჰიგიენა და უსაფრთხოება, როგორ მოიქცეთ საგანგებო სიტუაციების დროს.

არ აქვს მნიშნელობა ხართ დამწყები თუ უკვე კარგად გამოცდილი ძიძა, ეს 10 რჩევა აუცილებლად დაგეხმარებათ:

  1. განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები

სადამ დათანხმდებით ძიძის სამუშაოზე კარგად გაანალიზეთ თქვენი შესაძლებლობები. დაუსვით მშობლებს კონრეტული კითხვები და გაიგეთ რა მოლოდინები და მოთხოვნილებები აქვთ მათ. ეს დაგეხმარებით იმის გარკვევაში, თუ რამდენად აკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს, ასევე მიხვდებით ხართ თუ არა ოჯახის შესაფერისი. ყოველთვის კონკრეტულად ჰკითხეთ, რამდენი და რა ასაკის ბავშვის მოვლა მოგიწევთ.

პირველი შეხვედრა ძიძასთან

2. ყოველთვის იყავით ღია კომუნიკაციისას

ის რომ ხართ ბავშვების ძიძა არ ნიშნავს იმას,  ყველაფერი დამოუკიდებლად  აკეთოთ. ყოველთვის მიმართეთ მშობლებს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან პრობლემა. იქნება ეს  მარტივი რამ, თუნდაც  ხელსახოცის არქონა, თუ  რთული, როგორიცაა  ბავშვის ავადმყოფობა. ამით თქვენ ნდობას ამყარებთ მშობლებთან. ეს არწმუნებს მშობელს იმაში, რომ გსურთ დარწმუნდეთ მათი ბავშვის უსაფრთხოებასა და ჯამრთელობაში.

3. იყავით მზად ყველაფრისათვის

გადამზადებული ძიძა

თქვენი, როგორც ძიძის, ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ბავშვის უსაფრთხოება.  ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მზად უნდა იყოთ ნებისმიერი საკითხისთვის ან გადაუდებელი შემთხვევისთვის. ყოველთვის შეინახეთ მნიშვნელოვანი ტელეფონის ნომრების სია,  რათა იცოდეთ ვის უნდა დაურეკოთ კრიზისული სიტუაციისას. ასევე გაარკვიეთ აქვს თუ არა ბავშვს რაიმე სახის ალერგია და  რა უნდა გააკეთოთ ალერგიული რეაქციის შემთხვევაში. შეიტყვეთ, თუ რა სახის სათამაშოები თუ საკვები წარმოადგენს მისთვის  საშიშროებას, რათა თავიდან აიცილოთ საშიშროება. შეგიძლიათ  გამოცდილ ძიძებს გაესაუბროთ, ან გაიაროთ სპეციალური ტრენინგები ძიძებისთვის მედიცინასა და ფსიქოლოგიაში.

4. იყავით ორგანიზებული

ბავშვები გრძნობენ განსხვავებას რუტინულ და კარგად სტრუქტურიზებულ საქმეს შორის. თქვენი როგორც ძიძის მოვალეობაა იყოთ ყოველთვის ორგანიზებული და ინდივიდუალური, გაწეროთ სათითაო დღე, თითოეული ბავშვისთვის რომელსაც უვლით.

ძიძა ბავშვს იატაკზე ეთამაშება

გეგმა უნდა შეიცავდეს რეგულარულ კვებას, ძილს და თამაშის დროს თითოეული დღისთვის, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ. ჩამოთვალეთ კვების რა სახეობებს მიირთმევენ ისინი ყოველდღე და რამდენ ხანს უნდა იძინონ და ითამაშონ. მკაფიო დღის წესრიგის ქონა დაგეხმარებათ შეზღუდოთ ქაოსის პოტენციალი.

5. იყავით აქტიური და მხიარული

შეიძლება ბავშვისთვის გართობა ადვილი აღმოჩნდეს ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანის წინ. კარგი ძიძა ბავშვის სხვა საქმიანობებში ჩართვასაც შეეცდება.  პირველ რიგში, გაეცანით მშობლის სახლის წესებს თამაშის შესახებ. ჰკითხეთ, შეუძლია თუ არა მათ შვილს სათამაშო მოედანზე გასვლა, რომელია მათი საყვარელი სათამაშოები და რომელი თამაშები ან  ელექტრონული მოწყობილობები არის შეზღუდული მათთვის. შემდეგ დაგეგმეთ რომელი საქმიანობაა საუკეთესო მათი ბავშვის აქტიურობისა და გართობისთვის.

ძიძა ცდილობს ბავშვების გართობას

6. განამტკიცეთ წესები და საზღვრები

ბავშვები ყოველთვის ცდილობენ თქვენს გამოცდას, ზრდასთან ერთად მათ აქვთ სურვილი დაარღვიონ მშობლების მიერ დადგენილი ყველა წესი, რაშიც თქვენს ჩათრევასაც ცდილობენ და თუ ამას მიაღწევენ „საუკეთესო ძიძად“ გაღიარებენ. ეცადეთ არ დაუშვათ ეს, დააწესეთ გარკვეული ზღვარი, რომელსაც ბავშვი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადასცდეს.

სტრუქტურირებული წესები და საზღვრები ბავშვებს ასწავლიან თვითდისციპლინასა და თვითკონტროლს. გაეცანით სახლის წესებს და დაიცავით ისინი, მაშინაც კი, თუ არ ეთანხმებით. მაგრამ ასევე იცოდეთ, როდის არის კარგი წესების “დარღვევა”, მაგალითად, ზედმეტი ფუნთუშის ჭამა ან ძილის დროის 10 წუთით გადაცილება. მშობლისა და შვილის პატივისცემას მიიღებთ, თუ პასუხისმგებელი და სანდო იქნებით.

7. იყავით ფხიზელი და ფრთხილი

არსებობს საფრთხეები სახლში და მის გარეთ. საკმარისი არ არის საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადება. ფრთხილად უნდა იყოთ ნებისმიერ სიტუაციაში. იყავით ყოველთის ახლოს ბავშვთან და მათთან ურთიერთობისას გადადეთ ტელეფონი გვერდით. ადევნეთ თვალი ბავშვს და არა ეკრანს. გახსოვდეთ, რომ ტექსტური შეტყობინების წერისას ან ლაპარაკისას შეიძლება ბავშვმა ისეთი ნახტომი შეასრულოს, რაც მას რაიმე მძიმე ტრამვას მიაყენებს.

ძიძა ბავშვებს უკითხავს წიგნებს

8. იყავით კრიტიკისთვის ღია

შესაძლოა გააკეთოთ ისეთი რამ, რაც მშობლის აღშფოთებასა და გაბრაზებას გამოიწვევს. იყავით ღია მათი კრიტიკისთვის. ჰკითხეთ, როგორ შეგიძლიათ შეასრულოთ საქმე უკეთ და დაარწმუნეთ, რომ იგივე შეცდომებს არ დაუშვებთ.

9. იყავით ნაზი და მზრუნველი

კარგი ძიძა არის ემპათიური და კეთილი ბავშვის მიმართ, რომელსაც უვლის, მაშინაც კი, როდესაც ისინი უნდა იყვნენ მკაცრები. ბავშვები არიან ერთდროულად სტაბილურები და მყიფეები,  ჯიუტები და მგრძნობიარენი. გახსოვდეთ, ისინი ჯერ კიდევ სწავლობენ და იზრდებიან. გაგებით მოეკიდეთ მათ შეცდომებს. იყავით მზრუნველი და აჩვენეთ ბავშვს, რომ თქვენ მათი გჯერათ.

ძიძა გამოხატავს სიხარულს და მხარდაჭერას ბავშვის მიმართ

10. იყავით მოქნილი

შეეცადეთ და იყავით მოქნილი. ზოგჯერ მშობლები ადრე გადიან სახლიდან ან გვიან ბრუნდებიან უკან, არასდროს დატოვოთ ბავშვი ამ დროს მარტო. ეს აჩვენებს მშობლებს , რომ თქვენ საიმედო ხართ.

წარმატებულ ძიძობას გისურვებთ!

სტატია მოამზადა იზა პაპალაშვილმა

სოციალურ ქსელში გაზიარება...